მაიკლ კერიკის სამწვრთნელო კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში წარმატებით მიმდინარეობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერ ლიგის ლიდერი არსენალი დაამარცხა.
კერიკის მანჩესტერში მუშაობას ამ გუნდის ვეტერანი ფეხბურთელები, როი კინი და გარი ნევილი ეხმაურებიან.
როი კინი: "მანჩესტერმა სულ რომ ამ სეზონში ყველა თამაში მოიგოს, კერიკს მაინც არ დავტოვებდი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის თანამდებობისთვის შწსაფერისი კადრია. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტი, რომელიც იუნაიტედს მომავალში ბევრ ტიტულს მოაგებინებს. თქვენ გჯერათ, რომ კერიკის ხელში მანჩესტერი ტიტულებს მოიგებს? - მე ამის არ მჯერა"
გარი ნევილი: "რაც ბოლო 2 კვირაში მანჩესტერის თავს ხდება, ძალიან მახარებს. ვგრძნობ, რომ ჩემი კლუბის თამაშს რეალურად ვუყურებ. ვფიქრობ, კერიკი სეზონის ბოლომდე მანჩესტერში აუცილებლად უნდა დარჩეს, შემდეგ კი ასპარეზი უფრო დიდი რეპუტაციის მწვრთნელს დაუთმოს - ანჩელოტის ან ტუხელს"









