დღევანდელი მატჩი მასპინძლებმა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგეს. ტუღუშის გუნდმა ლიდერობა ოთხივე მეოთხედში მოახერხა და პირველი მატჩი გამარჯვებამდეც ლოგიკურად მიიყვანა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეტრიკ ბრაუნიგი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა მოუპოვა. ამასთან ერთად ამერიკელმა 4 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა. კავკასიიდან დანიელსის გამორჩევა შეიძლება. თბილისური გუნდის ლეგიონერმა ქუთაისს, 17 ქულა ჩუგდო.
შემდეგი შეხვედრა კვლავ ქუთაისში გაიმართება, კერძოდ 22 მაისს, 19:00 საათზე.
შეგახსნებეთ, ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც სერიაში 3 მოგებას მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.










