საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში გაიმართა საინტერესო შეხვედრა იბერიასა და გორის დილას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის სტარტზე გუნდებს ბევრუ მომენტი არ ჰქონიათ, პირველ ტაიმში ორი გოლი მაინც ვიხილეთ. ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა, თუმცა გორელთა ლეგიონერმა ბასინგამ ანგაირიში 2 წუთში გაათანაბრა.
62-ე წუთზე იბერიას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ანდრონიკაშვილმა ზუსტად შეასრულა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ოთარ ფარულავამ ულამაზესი დარტყმით დაუსვა და დილამ 3:1 მოიგო.
გორელები სუპერთასის ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე სპაერსა და ტორპედოს შორის გამარჯვებული იქნება.









