ესპანეთის თასის ანუ კოპა დელ რეის 1/64 ფინალში ერთმანეთს უკამ მურსია და კადისი დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო კადისის ქართველი შემტევი იური ტაბატაძე, რომელმაც გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ტაბატაძემ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველ წუთზე მარტის გაატანინა, 69-ე წუთზე კი დუბლი შეასრულებინა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება კადისის მეტოქე კოპა დელ რეის 1/32 ფინალში. მოგეხსენებათ, საგოლე გადაცემებთან ერთად, ტაბატაძის ანგარიშზე კადისში 4 გატანილი ბურთია.









