საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თავის უკანასკნელ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან ქართველი ვინგერი თავისი თამაშის სტილით შეადარა მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულ გარემარბს, ფრანკ რიბერის.
"კვარაცხელიას თამაში პირველად რომ ვნახე, თვალწინ რიბერი წარმომიდგა. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ბურთთან ერთად ჩქარდებოდა ძალიან სწრაფად და ფრანკივით არაფრის ეშინოდა. ხვიჩა რისკზე მიდიოდა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში და ის მართლაც განსაკუთრებული იყო.
დიახ, ბაიერნის შემტევისგან განსხვავებით, ქართველი გარემარბი არ არის ემოციური და მოლაპარაკე, თუმცა თამაშის სტილით მსგავსება მართლაც არსებობს. სახიფათო, უშიშარი და უმაღლესი დონის, ორივე მათგანს სწორედ ასე დავახასიათებდი."









