ცნობილმა ჟურნალისტმა, რაფა ესტევემ გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი შუახაზელი ლევანტედან სპორტინგში გადავა. ესპანელმა ჟურნალისტმა ახალგაზრდა მოთამაშე რამდენიმე ვარსკვლავსაც შეადარა.
" როდესაც ქოჩორაშვილი გამოდიოდა ლევანტეს სარეზერვო გუნდში, ის თამაშის სტილით კაისედოს მაგონებდა. ახლა კი მას ენცოს ან გავის უფრო ვამსგავსებ. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გააგრძელებს ზრდას, სიმაღლეში სხვაობის მიუხედავად, ის ახალი ტურე გახდება. მთავარია, რომ ქართველი შუახაზელი არ გაჩერდეს.
ვვარაუდობ, რომ ლევანტეს ლიდერისთვის სპორტინგი ბოლო გუნდი არ იქნება. მას ვხედავ პრემიერ ლიგაში ან თუნდაც სერია ა-ში. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ლისაბონელთა სატრანსფერო პოლიტიკაც, რაც მოთამაშის სარფიანად გაყიდვას გულისხმობს. "
შეგახსენებთ, რომ ვალენსიური გუნდის ექვსიანი "ლომებში" 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი იქნება. 25-წლის შუახაზელმა "თეთრ-მწვანეებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.









