ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფარერები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა - საბა ლობჟანიძემ და ნიკა გაგნიძემ გააკეთეს.
საბა ლობჟანიძე: "დიდი სურვილი იყო, რომ ბევრი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ბოლო პერიოდში ფარერების ნაკრებს პროგრესი აქვს და ვიცოდით, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა. მთავარია მოვიგეთ და ჩვემი ძმა ლორია კარგად გავაცილეთ. მისი წასვლა სამწუხაროც არის და სასიხარულოც. ერთად ბედნიერი წლები გავატარეთ. ასეთია ფეხბურთი და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში"
ნიკა გაგნიძე: "სასწაული ემოციაა და ძალიან რთულია იმ ემოციის გადმოცემა, რაც ნაკრებში სადებიუტი თამაშისგან მივიღე. ძალიან ბედნიერი ვარ. თანაგუნდელებმა თამაშის წინ რჩევები მომცეს და მითხრეს, რომ თავისუფლად მეთამაშა და არ დავძაბულიყავი. ვილი სანიოლმა მითხრა, რომ შანსი მომეცა და უნდა გამომეყენებინა. ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. დაცვაში თავს ოეგანიზებულად იცავდნენ. სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ"









