როგორც მოგეხსენებათ, ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა მამადუ სახომ ქუთაისის ტორპედო დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. იმერულ კლუბში მან ერთი წელი გაატარა.
სახოს მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ჰქონდა, თუმცა ამაზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა და დასვენება არჩია.
ცნობილია, რომ მას შეთავაზება მაროკოს კლუბმა ვიდადიმ გაუკეთა და ამ ტურნირზე დახმარება სთხოვა, თუმცა სახოსგან უარი მიიღო. ვიდადიმ ჯგუფურ ეტაპზე ალ აინისთან, იუვენტუსთან და მანჩესტერ სიტისთან სამივე მატჩი წააგო.
სამაგიეროდ, ტორპედოდან წასვლის შემდეგ სახო ახალ საქმიანობას დაეუფლა და მატჩების მიმომხილველი გახდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თამაშების შემდეგ, სახო DAZN-ის ეთერში გამოდის და იმ მომენტში მორჩენილ თამაშს განიხილავს.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა მამადუ სახო საფეხბურთო კარიერის განახლებას.









