მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა კილიან მბაპემ ნაკრებსი თავის თანაგუნდელზე, რაიან ჩერკიზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ლიონში ჩატარებული წარმატებული სეზონების შემდეგ, ჩერკი საფრანგეთის ნაკრების წევრი გახდა და ამჟამად მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია.
"ჩერკი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული. მას აქვს თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც მოედანზე სანახაობას დგამს.
ის ადვილად ინტრეგრირდა როგორც მანჩესტერ სიტიში, ისე საფრანგეთის ნაკრებში და იმედია, ასე გააგრძელებს", - განაცხადა მბაპემ.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საფრანგეთის ნაკრები ორ მატჩს ჩაატარებს - უკრაინის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.









