გუშინ გამართულ მატჩში, სადაც რეალმა სტუმრად ატალანტას ანგარიშით 2:3 მოუგო, ტრავმა კილიან მბაპემ მიიღო.
როგორც კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, მბაპეს ტრავმა სერიოზული არ არის, იმ მომენტში მას სირბილი არ შეეძლო და შეცვლა მოითხოვა, თუმცა ოფიციალური განცხადებით, მბაპეს კვლევა დღეს ჩაუტარდება და შესაძლოა, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწიოს.
თუ კილიანი ლაზარეთში იქნება, ის 18 დეკემბერს გასამართ ფინალსაც გამოტოვებს, სადაც რეალს კიდევ ერთი თასის მოგების შანსი აქვს.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე რეალი ფინალში თავის მეტოქეს ელოდება. რეალის სავარაუდო მეტოქეები ბოტაფოგო, პაჩუკა, ალ აჰლი არიან.









