2025 წლის ჯუდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მესამე მედალი მოიპოვა — ტატო გრიგალაშვილი გახდა 81 კგ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი.
ფინალამდე 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა კოლობოვი, სვობოდა, ვალკოვი და ცკაევი დაამარცხა, ხოლო ოქროსთვის ბრძოლაში არბუზოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო საჭიდაო დღეა და საქართველოს ღირსებას 3 სპორტსმენი დაიცავს. მედლის მოპოვებას სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ) და გურამ თუშიშვილი შეეცდებიან.









