ბრიტანულმა პრესამ გიორგი მამარდაშვილის სანაკრებო მატჩები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად, საქართველომ ფრე ითამაშა ისრაელთან (2:2), შემდეგ კი ლიეტუვას მოუგო (2:0). Rousing The Kop-ი წერს, აღნიშნულმა თამაშებმა ლივერპულის გოლკიპერს თავდაჯერებულობა შემატა.
"მამარდაშვილი არის საქართველოს საკვანძო ფეხბურთელი და გასაკვირი არ არის, რომ ორივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდა. ისრაელთან შეხვედრა გამოდგა იმედგაცრუება, რადგან "ჯვაროსნებმა" გაანიავეს 2-ბურთიანი უპირატესობა, გიორგის კარი კი 2-ჯერ 4 წუთის შუალედში აიღეს.
ლიეტუვასთან მატჩში მოხდა სრულიად საპირისპირო რამ - ქართველ მეკარეს გოლი არ გაუშვია და თავისი ნაკრები მან სამჯერ იხსნა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი თამაშების წინ, მერსისაიდელთა გოლკიპერს თავდაჯერებულობას აუმაღლებს", - წერს ინგლისური გამოცემა.









