სერია ა-ს გასულ ტურში, ფაბრეგასის კომო ერთ-ერთ აუტსაიდერ ემპოლის დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
"ძალიან უკმაყოფილო ვარ. ჩემი გუნდი არ მომწონს. შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიცაა, თუმცა ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ.
ზოგ ფეხბურთელს ჰფონია, რომ ბაიერნის ფეხბურთელია. მხოლოდ ერთი მოთამაშით ვარ კმაყოფილი. ასანე დიაოს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და ერთადერთი იყო, ვინც რაღაცას ცდილობდა", - განაცხადა ფაბრეგასმა.









