აღსანიშნავია, რომ ქალაქელებს უკვე ზედიზედ 6 მატჩია არ მოუგიათ. გვარდიოლას გუნდს 5 წაგება და ერთი ფრე აქვს, რაც ბოლო ათწლეულის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ვრცელდება ფოტო, თუ როგორ გამოიყურება პეპ გვარდიოლას სახე ფეიენოორდთან მატჩის შემდეგ.
"არაფერია, უბრალოდ ჩემივე თითებით თავი დავიზიანე. ვერ წარმოვიდგენდი, თუ 3:0-ის შემდეგ, თამაშს ვერ მოვიგებდით. ეს მოულოდნელი იყო.
უკვე ბევრი თამაში წავაგეთ და ერთი მატჩი რაც შეიძლება მალე უნდა მოვიგოთ, რათა რწმენა დავიბრუნოთ და ჩვეულ ფორმას დავუბრუნდეთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მანჩესტერ სიტი შემდეგ მატჩს უკვე პრემიერ ლიგაში, არც მეტი არც ნაკლები, ლივერპულის წინააღმდეგ 1 დეკემბერს გამართავს.









