მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ თავისი გუნდის ძირითად მეკარეზე, ტიბო კურტუაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, მანჩესტერ სიტისთან მოგებულ 3:0 მატჩში კურტუა გამორჩეული იყო და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
"ჩემი კარიერის განმავლობაში, ბევრ დიდ მეკარესთან მითამაშია, რომლებიც ახლა ისტორიაში საუკეთესოდ ითვლებიან.
თუმცა რასაც კურტუა აკეთებს, წარმოუდგენელია და არავისგან მინახავს. ვფიქრობ, მისი სახით თვალს რეალის ისტორიაში საუკეთესო მეკარეს ვადევნებთ", - განაცხადა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი შემდეგ მატჩს ლა ლიგაში, ელჩეს წინააღმდეგ გამართავს.









