ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში ლიონის ოლიმპიკი საკუთარ მოედანზე ლანსთან დამარცხდა (1:2). მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გოლი შეაგდო გიორგი მიქაუტაძემ, მაგრამ ამის მიუხედავად, ფრანგული პრესის კრიტიკა მან მაინც დაიმსახურა. გთავაზობთ L'Équipe-ის სტატიის ნაწყვეტს ქართველი ფორვარდის შესახებ.
"თავით გოლების გატანა ნამდვილად არ არის მიქაუტაძის ძლიერი მხარე, თუმცა ამის მიუხედავად, გოლის გატანა მან მაინც შეძლო. მისმა ბურთმა ლიონი გამოაცოცხლა, მაგრამ ყველანაირი იმედი მალევე მოკვდა. ჟორჟს ჰქონდა კარში დარტყმის 4 მცდელობა, თუმცა მან ეს მხოლოდ ერთხელ შეძლო.
რაც შეეხება თანაგუნდელებთან კომბინირებულ თამაშს, ქართველი თავდამსხმელი სხვებზე სუსტად გამოიყურებოდა. დიახ, მან გაიტანა გოლი, მაგრამ ოლიმპიკის გადასარჩენად ეს საკმარისი არ გამოდგა."









