საქართველო კალათბურთში A დივიზიონის ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თბილისში მიმდინარე წლის, 8-16 აგვისტოს ითამაშებს.
თავდაპირველად ტურნირის მასპინძლად სტამბოლი დასახელდა, თუმცა ჩატარების ადგილი შეიცვალა და ფიბას ოფიციალური განცხადებით, 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს თბილის უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, საქართველოს 16 წლამდე კლათბურთელთა ნაკრებმა A დივიზიონის საგზური 2023 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი გასული წლის ზაფხულში, საბერძნეთში გამართულ ფინალურ ეტაპზე შეინარჩუნა.
თბილისი კალათბურთში U16 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს









