თბილისში ბადმინტონში „საქართველოს პირველობა - 2026“ გაიმართა. შეჯიბრება U11, U13, U15, U17 და ღია კატეგორიებში, ერთეულების, წყვილებისა და შერეულ წყვილთა თანრიგებში ცატრდა. ტურნირში 134 სპორტსმენი მონაწილეობდა.
U1 5ასაკობრივ კატეგორიაში,საქართველოს პირველობის შედეგების მიხედვით, დაკომპლექტდა ეროვნული ნაკრები. კანდიდატები აპრილში შეკრებაზე გაემგზავრებიან შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებში მიიღებენ მონაწილეობას.
„საქართველოს პირველობა - 2026“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, ასევე საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.









