გასული წლის სექტემბერში,თბილისში Magic 10 აკადემიის საფეხბურთო კემპი წარმატებით ჩატარდა, სადაც დიდი ჩართულობა იყო და კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, Magic 10 საქართველოში ბრუნდება და 26-30 აპრილს, კიდევ ერთ კემპს ჩაატარებს. კემპს ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელები კარლეს კოტო და ჯეფრენ სუარესი წარმოგიდგენენ. ისინი ჩაატარებენ უნიკალურ მასტერკლასს ბარსას მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.
აკადემიას უკვე აქვს წარმატებული გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ახლა კი, საქართველოს სპორტულ სივრცეში მისი გამოჩენა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების შანსად მიიჩნევა.
პროგრამა მოიცავს:
პროფესიონალურ ვარჯიშებს FCB მეთოდოლოგიით
პირად მწვრთნელობას კარლესისა და ჯეფრენისგან
16 საათი ვარჯიში 5 დილის განმავლობაში
შანსი შეირჩეთ საცდელ პერიოდზე ესპანურ კლუბში კარლესის, ჯეფრენისა და Magic 10 აკადემიის ქსელის მეშვეობით
ყოველი მონაწილე მიიღებს:
სრულ Nike-ის ბრენდირებულ Magic 10 Academy-ს ეკიპირება (10 ნომრიანი მაისური, თეთრი წინდები, სპორტული ჩანთა)
ყოველდღიურად წყალსა და ხილს შესვენებების დროს ენერგიისთვის
ყოველდღიურ მოთამაშის ჯილდოს — მათ შორის პროფესიონალი ფეხბურთელების მაისურებით
Magic 10 Academy Masterclass 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ღონისძიებას ტაბახმელას სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს. ბილეთის შესაძენად დააჭირე აქ









