საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეშვიდემოდული მიმდინარეობს. 9-დან 12 მარტის ჩათვლით მოდულს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი მასპინძლობს.
მოდულს ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზამთარაძე. მეშვიდე მოდულის ფარგლებში თბილისში იმყოფებაუეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი და ჯირა პანელის წევრი, გენადი სკურტული.
PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსზე მონაწილეობენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისა და აკადემიების მწვრთნელები. კურსზე, რომელიც 8 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, 21 მონაწილე ირიცხება. კურსის დასკვნითი, მე-8 მოდული 16-19მარტსტრადიციულად ნიონში, უეფას შტაბბინაშიგაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატებითდასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლიათ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.









