პარიზის ოლიმპიადისთვის, ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც სულ სუპერვარსკვლავებს ვხვდებით. ამ შემადგენლობით ამერიკის ნაკრები ოლიმპიადის ოქროს მედლის მთავარი ფავორიტია. ლიგის სუპერვარსკვლავებმა ამ ტურნირზე მონაწილეობის სურვილი, დიდი ხნის წინ გამოთქვეს, სტივ კერიმ კი რჩეული მოთამაშეები შეარჩია:

ბამ ადებაიო (მაიამი ჰიტი), დევინ ბუკერი (ფინიქს სანსი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი), ენტონი დევისი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), კევინ დურანტი (ფინიქს სანსი), ენტონი ედვარდსი (მინესოტა ტიმბერვულვზი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სიქსერსი), ტაირის ჰალიბარტონი (ინდიანა პეისერსი), ჯრუ ჰოლიდეი (ბოსტონ სელტიკსი), ლებრონ ჯეიმსი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), კავაი ლეონარდი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), ჯეისონ ტატუმი (ბოსტონ სელტიკსი).
პარიზის ოლიმპიადა სტარტს 25 ივლისს აიღებს. ამერიკის ნაკრების გარდა საკალათბურთო ტურნირზე საფრანგეთი, სერბეთი, გერმანია და სხვა გამორჩეული ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსნებეთ, წინა ოლიმპიადის გამარჯვებული სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთის გუნდი დაამარცხა.










