56 წლის მწვრთნელის მუშაობით კვიპროსის ნაკრების გულშემატკივრები კმაყოფილები არ არიან და მისი თანამდებობიდან გაშვებას ითხოვენ. კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი სეზონი ლიეტუვაში გამარჯვებით დაიწყო, თუმცა მეორე ტურში, ქეცბაიას გუნდი კოსოვოსთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა, 0:4.
ქეცბაია კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში 2022 წლიდან მოყოლებული მუშაობს, რა დროშიც ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 20 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 5 გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩი ფრედ დაასრულა და 13-ჯერ წააგო. ქართველ სპეციალისტს ნაკრებთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.









