ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, ქალ ფეხბურთელს აჯილდოვებენ. არის კიდევ რამდენიმე ნომინაცია.
თუმცა წელს, კლუბის მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნით, ღონისძიება, რომელიც 20 მაისს იყო დაგეგმილი, არ ჩატარდება და ტრადიცია დაირღვევა.
ნიდერლანდელი სპეციალისტი ამის 2 მიზეზს ასახელებს. პირველი კლუბის ცუდი შედეგებია. მოგეხსენებათ, მანჩესტერი პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს.
მეორე კი 25 მაისს გასამართი ფინალური მატჩია. ინგლისის თასის ფინალში იუნაიტედი თანაქალაქელ სიტის დაუპირისპირდება. ტენ ჰაგს კი სურს გუნდი მთლიანად ამ მატჩზე იყოს კონცეტრირებული.









