ესპანეთის უსაფრთხოების სამსახურმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის წინ, მობილიზება გამოაცხადა. ამის მიზეზი არის ISIS-ის მხრიდან წამოსული მუქარა. ისლამური სახელმწიფოების მედია აპარატმა, Al Azaim-მა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელიც მიმართულია მადრიდში, ლონდონსა და პარიზში მდებარე სტადიონის განადგურებაზე.
ესპანურმა პოლიციამ აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო და იმის შემდეგ, მადრიდის მასშტაბით დანაშაულის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება. ყველაფერი კი დაიწყო ISIS-ის ერთ-ერთი წევრის, ილხომ საირახმონზოდის დაკავებით, რომელიც მადრიდში შემოღწევას ცდილობდა.
ტაჯიკი აქტივისტი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა და იმის შემდეგ, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ.












