"მოტა მომავალზე ჯერ არ ფიქრობს, მას ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი აქვს და წარმატების მიღწევა მხოლოდ ბოლონიასთან ერთად სურს. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ნაპოლიში არ წავა. დე ლაურენტისმა სულ რომ ზირკზე და კალაფიორი შეიძინოს, მას ნეაპოლში მაინც ვერ იხილავთ, ტიაგოს სულ სხვა გეგმები აქვს".
ტიაგო მოტამ ბოლონია 2022 წელს ჩაიბარა - ამ დროის განმავლობაში, როგორც მან, ისე გუნდმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. ამ მომენტისთვის "როსობლუ" სერია ა-ში მე-6 პოზიციას იკავებს და ოთხეულთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს. 22 მატჩში მოტას გუნდს 36 ქულა აქვს მოგროვებული.









