მატჩში უპირატესობა მოტას გუნდმა საწყის წუთებზევე მოიპოვა, რაც პირველ გატანილ გოლშიც მალევე აისახა. მატჩის მე-12 წუთზე, ფერგიუსონი-ორსოლინის ორსვლიანი კომბინაცია, იტალიელმა ვინგერმა გოლად აქცია. ტაიმის ბოლომდე ფეხბურთელს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა ვიდეომსაჯმა მისი მეორე გატანილი გოლი გააუქმა.
მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე კარგი მომენტი გაცვალეს, თუმცა მატჩის ბოლომდე მეორე გოლი არ გასულა. შეხვედრის მიწურულს, კერძოდ ბოლო დამატებულ წუთზე, "როსობლუმ" შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა - ოდგორმა მეორე გოლი გაიტანა, რითაც ბოლონიამ 3 ქულა გაინაღდა.
ამ გამარჯვებით, ტიაგო მოტას გუნდმა 42 ქულა მოაგროვა და ატალანტას გაუთანაბრდა. "როსობლუმ" მეხუთე პოზიციაზე ადგილი გაიმყარა.









