რეალ მადრიდის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც მოსალოდნელი იყო, ტიბო კურტუას ტრავმა ძალიან მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც გამოცდილი კარის დარაჯი საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
პირველადი ინფორმაციით, 33 წლის მეკარე დაახლოებით 6-8 კვირას იუქმებს, რის შემდეგაც ახალი გამოკვლევები ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
შეგახსენებთ, ტიბო კურტუამ კუნთის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ამ დაზიანების გამო, ბელგიელი მეკარე ბაიერნთან ორივე მატჩს გამოტოვებს.









