საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელია Ligue 1-ის ოფიციალურ გვერდთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
"მთელი ბავშვობა მინდოდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნებოდი ფეხბურთი რომ არ იყოს."
ბავშვობაში, ეზოში რომ გავიოდი, არ მიწევდა ჩემი მეგობრების ძებნა, რადგან უკვე ვიცოდი, რომ სტადიონზე იყვნენ და ერთად ვთამაშობდით. მამაჩემის თამაშებს ვუყურებდი და ვამბობდი, რომ ის გამორჩეული იყო. ფეხბურთი გენში გვაქვს.
გავაცნობიერე, რომ თუ ფეხბურთელი დაცვით უნარებს არ გააუმჯობესებს, თამაში რთული იქნება.
ყველაფერი საპასუხისმგებლოა, რადგან თითოელი ჩემი მოქმედება, როგორც მოედანზე, ის მის მიღმა, წარმოსაჩენია და მაგალითია ბავშვებისთვის, რაც ძალიან მახარებს", - განაცხადა კვარარცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ კვარა პარიზულ გუნდს ზამთარში შეუერთდა და ამ დროში მან გუნდთა ნერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი მოიგო.









