ლუკამ მისიას თავი კარგად გაართვა და ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მოგეხსენებათ, რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში 15 და 19 ნოემბერს ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს.
"ვიცოდით, რომ ჩრდ.მაკედონიასთან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და აუცილებლად უნდა მოგვგეგო, თუმცა პირველი გოლი ჩვენ გავუშვით. მალევე გავათანაბრეთ და ამ გოლმა ფსიქოლოგიურად დიდი მუხტი მოგვცა, რათა მეორე გოლიც გაგვეტანა და თამაში მოგვეგო. ბედნიერები ვართ, რადგან იმ მიზანს ნაწილობრივ მივაღწიეთ, რაც ბოლო 2 წელია დასახული გვაქვს, თუმცა წინ ფლეი-ოფის მატჩია და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ"
როგორი იყო მატჩისშემდგომი ემოციები, გამარჯვების შემდეგ?
"ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დადებითი ემოციებისგან დაღლილები...ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ, ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ხალხი გავახარეთ და მათ იმედები არ გავუცრუეთ. გულშემატკივრის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა, რადგან ისინი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყვნენ"

რამაზ სვანაძის მუშაობა ნაკრებში...
"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სვანაძემ დიდი ნდობა გამომიცხადა, მე კი ჩემის მხრივ ვცდილობ ეს ნდობა გავუმართლო. ის კარგი სპეციალისტია, რომელიც ბევრს მუშაობს. სვანაძე მოტივატორია როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა, რაც ფეხბურთელებს თამაშს უფრო უმარტივებს. ძალიან კარგად ალაგებს გუნდს და რაც ფეხბურთში მთავარია, აქვს დისციპლინა."
ფლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ხორვატიაა, როგორ შეაფასებდი შანსებს?
"გამარჯვება ნებისმიერ ნაკრებთან შეგვიძლია და ეს ჯგუფურ ეტაპზეც გამოჩნდა. ნიდერლანდებთან დავმარცხდით, თუმცა კარგად ვითამაშეთ და მომენტები გვქონდა. რა თქმა უნდა, ხორვატია ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ყველა ჩვენს გუნდებში მაქსიმალურად ვემზადებით, რომ ამ მნიშვნელოვან მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდეთ, სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ და საქართველო გავახაროთ. ამის თითოეულ ფეხბურთელს გვჯერა"










