ჯეიმი კარაგერი: "სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთი ერთმანეთისგან განსხვავდება — ჩვენ არანირი პრობლემა არ გვაქვს უცხოელი მწვრთნელების მიმართ პრემიერ ლიგაში, პირიქით, ეს მოგვწონს კიდეც, თუმცა როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, აქ ცოტა სხვანაირი მიდგომაა და ბევრ ჩვენგანს გვირჩევნია ნაკრების სათავეში "ჩვენიანი", ანუ ინგლისელი იყოს. წინა წლებში დიდი ტიტულების მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით და ამისთვის უცხოელი მწვრთნელი არ დაგვჭირვებია... ახლა თითქოს, ეს ყველაფერი სწორი არ არის (ტუხელის დანიშვნა). თუმცა ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებაა, მე არ ვარ შეწუხებული იმ ფაქტით, რომ ტომას ტუხელი ჩვენი ნაკრების ახალი მთავარი მწვთნელია. მე არ ვარ ყველაზე პატრიოტი ადამიანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინგლისის ნაკრებს ინგლისელი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს."

ტომას ტუხელის თაობაზე ისაუბრა გარი ნევილმაც:
"მათ შესანიშნავი მწვრთნელი შეარჩიეს, ეს ეჭვგარეშეა. მას დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ტომასმა დაამტკიცა, რომ შეუძლია დიდი მატჩებისა და ტიტულების მოგება. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, არ მგონია, რომ FA-ს გასაკრიტიკებელია. მათ შეარჩიეს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში. ასე რომ, ამ კრიტერიუმებით აბსოლუტურად შეესაბამება ტუხელი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიციას, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ის შეესაბამება სენტ ჯორჯის კრიტერიუმებს და ინგლისელი მწვრთნელების რწმენას, ინგლისის ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევაზე.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ტუხელი ტოპ მწვრთნელია, მაგრამ ჩემს თავში იმედგაცრუების პატარა ელემენტი მაინც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ფედერაციამ უცხოელი მწვრთნელის მოყვანა გადაწყვიტა."
ტომას ტუხელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მუშაობას ოფიციალურად 2025 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.









