ვილიეარეალის ქართველმა ფეხბურთელმა ჟორჟ მიქაუტაძემ ახალი წელი იდეალურად დაიწყო და უკვე ორი გოლი გაიტანა.
ვილიარეალი წელს ბრწყინვალე ფორმაშია, ლა ლიგაში მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ ბარსელონასა და რეალს ჩამორჩება. მიქაუტაძემ ესპანურ პრესასთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
ადაპტაცია ახალ გუნდში: "გუნდთან ადაპტაცია მალე და მარტივად გავიარე. უკვე ვიცი, რას ითხოვს ჩემგან მწვრთნელი როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჩემს თანაგუნდელებსაც გავუგე და მათთან ერთად თამაში სიამოვნებას მანიჭებს"
უფრო მეტი სიზუსტე კარის წინ: "მქონდა შანსები, როცა გოლის გატანა შემეძლო და ვერ გავიტანე, ჩემი თავისგან ყოველთვის ბევრს ვითხოვ და სულ ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო, როცა კართან ახლოს ვარ. ჩემი თავის გაუმჯობესებაზე ბევრს ვმუშაობ"
წლის კარგი სტარტი: "სათამაშო დრო მაქვს და ვცდილობ, ამ დროში მაქსიმალურად სასარგებლო ვიყო გუნდისთვის. მოხარული ვარ, რომ ახალ წელს გოლებით შევხვდი. ვიგრძენი, რომ გამარჯვების ნაწილი მეც ვიყავი. ჩემი მიზანია, რომ 2026 წელს კიდევ უფრო მეტი გოლი გავიტანო."
ლამაზი გოლები: "ეს ერთგავად ჩემი სტილიცაა. ყოველთვის ვცდილობ, შეტევა ისე დავასრულო, როგორც შემიძლია, იქნება ეს თავით დარტყმა თუ ფეხით. უფრო მარტივი გოლებიც გამიტანია, თუმცა რთული გოლების გატანა მიყვარს."
ლა ლიგის შეფასება: "ვფიქრობ, ლა ლიგა ისეთი ჩემპიონატია, რომელიც ჩემი თამაშის სტილს შეეფერება. ბევრი კარგი გუნდია და ლიგა 1-სგან განსხვავებით, აქ ყველა თამაში ურთულესია. ისტორიულ სეზონს ვატარებთ, ცხრილში კარგ პოზიციაზე ვართ და სეზონი წარმატებით უნდა დავასრულოთ."
ტიტულისთვის ბრძოლა: "კონკურენციის გაწევა ყველასთვის შეგვიძლია და ვისურვებდი, რომ სეზონი პირველი ადგილით დაგვესრულებინა. შეუძლებელი არაფერია. რთულია, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ამის დამტკიცებას ვცდილობთ. ჩვენი მიზანია, რომ კონკრეტული მატჩისთვის მოვემზადოთ და გავიმარჯვოთ."
იმედგაცრუება ჩემპიონთა ლიგაზე: "ამ ტურნრიზე თამაში ყველას ოცნებაა. იყო იმედგაცრუება, თუმცა გვაქვს იმის ამბიცია,რომ ბრძოლა გავაგრძელოთ და ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ წელსაც დავბრუნდეთ."
საკვანძო მატჩები ბეტისის და რეალის წინააღმდეგ: "ბეტისის დამარცხება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამ მატჩისთვის ვემზადებით, რის შემდეგაც გადავერთვებით რეალზე."









