"შავ-წითლების" თავდამსხმელმა ეს ყველაფერი რამდენიმე სატრანსფერო რეკორდის მოხსნით გააკეთა. 2019 წლის ივლისში ის ლისაბონის ბენფიკადან მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა €127.20 მილიონად: დღემდე რეკორდული გაყიდვა "არწივების" ისტორიაში და ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი "როხიბლანკოსთვის".
ამის გარდა, 25 წლის თავდამსხმელში საერთო ჯამში გადახდილია 195.70 მილიონი ევრო, რაც რიგით მეშვიდე ყველაზე მაღალი მაჩვენელია. მასზე წინ არიან შემდეგი მოთამაშეები: ნეიმარ ჟუნიორი, რომელუ ლუკაკუ, კრიშტიანუ რონალდუ, ოსმან დემბელე, ალვარო მორატა და მატის დე ლიხტი.











