შანხაი შენჰუას მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ თანამედროვე ფეხბურთი საბჭოთას შეადარა. მან გაიხსენა თბილისის დინამოს მიერ დაფიქსირებული შედეგები, ასევე საინტერესო განცხადება რუსმა დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.
"ხშირად მესმის, რომ საბჭოთა ფეხბურთი იყო თანამედროვეზე უკეთესი, რასაც არ ვეთანხმები. არ დაგვავიწყდეს, იმდროინდელ ნაკრებში 15 ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეები ირჩეოდნენ. ერთად რომ ვათამაშოთ მხითარიანი, კვარაცხელია და თანამედროვე უკრაინელი ფეხბურთელები, ასევე ტოპ ეროვნულ გუნდს მივიღებთ.
რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთს, ქვეყანაში, სადაც თავმოყრილი იყო 15 რესპუბლიკა, ევროსარბიელზე წარმატებას მიაღწია მხოლოდ ორმა კლუბმა: დინამო კიევმა და დინამო თბილისმა. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები იმ ფაქტის, რომ ადრე ჩვენს ფეხბურთში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო."









