"ჩემი და მაკგრეგორის ჩხუბი ორგანიზაციისთვის იქნებოდა მომგებიანი, მაყურებელი კი ნამდვილ შოუს იხილავდა. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ჩემთან შედარებით, კონორი სპორტული თვალსაზრისით აღარაფერს წარმოადგენს. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ საერთო ჯამში მარტივად მოვიგებ. ჯერჯერობით, ჩვენი ბრძოლა არც განიხილება.
ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე დიდი ალბათობით იქნება ჰოლოუეი და რაც შეეხება ირლანდიელ მებრძოლს, მან ჯერ ჩენდლერი უნდა დაამარცხოს", - განაცხადა "ელ მატადორმა". ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი სტრიმის დროს ხმა ამოიღო "ნოტორიუსმაც", რომელმაც კამარუ უსმანსა და ქვემსუბუქი დივიზიონის ახალ ჩემპიონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"უსმანი? ჯანდაბამდე გზა ჰქონია, ისევე როგორც თოფურიას, არცერთი მაინტერესებს და არც მეორე", - განაცხადა 35 წლის ყოფილმა ჩემპიონმა. შეგახსენებთ, მაკგრეგორი ჩენდლერს დაუპირისპირდება 29 ივნისს, ქართველი მებრძოლისა და მაქსის დუელი კი უდიდესი ალბათობით სექტემბერში გაიმართება.











