"სამართლიანი იქნება, თუ ოქროს ბურთს კარვახალი მოიპოვებს. მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ტიტული აქვს. ეჭვგარეშეა, რომ დანი წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს იმსახურებს", - განაცხადა "ელ მატადორმა".
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის მეორე ნომრის გარდა, წელს იგივე ტიტულები მოიპოვეს ნაჩო ფერნანდესმა და ხოსელუ მატომ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოედანზე გატარებული დროის რაოდენობით, 32 წლის განაპირა მცველმა თავის თანამემამულეებზე მეტი წუთი ითამაშა.
რაც შეეხება 27 წლის ქართველ მებრძოლს, მისი მომავალი მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოუეი უნდა იყოს, თუმცა ორგანიზაციისგან ოფიციალური დასტური ჯერ არ ყოფილა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თოფურიასა და ჰავაელის ჩხუბი აგვისტო-სექტემბრის შუალედში იქნება.











