“UFC 300-ზე დარბაზში ვიმყოფებოდი. იმედი მქონდა, რომ ჰოლოუეი გაიმარჯვებდა, რადგან ამ შემთხვევაში მას დავუპირისპირდებოდი. ბრძოლა დიდად არ მომეწონა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბოლო 10 წამი განსაკუთრებული იყო. იმედია, წლის ბოლომდე მე და მაქსი ოქტაგონს გავიზიარებთ, მაგრამ თავადაც იცით, რა მოხდება და რას ვფიქრობ ამ თემაზე.
ყველამ ვიცით, რომ სულ ცხრა წუთი დამჭირდა იმისთვის, რაც ჰავაელმა 90 წუთში ვერ შეძლო - ვოლკანოვსკისთან სამჯერ დამარცხდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად დიდი მებრძოლია ალექსი. "დალოცვილს" გავურბივარ? - პირიქით, UFC მას ჩემგან იცავს. მასთან შეხვედრას ჯერ კიდევ ავსტრალიელთან ბრძოლამდე ვითხოვდი, თუმცა, UFC-მ ის დაიცვა და სხვასთან მაჩხუბა.
შემდეგი ბრძოლისთვის სექტემბერში ვიქნები მზად. აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. როცა არ უნდა იყოს - ყოველთვის ფორმაში ვარ, ყოველთვის მზად ვარ. 2025 წლის დასაწყისში კი ივენთის ესპანეთში ჩატარებას ვგეგმავთ. ამიტომაც, შემდეგი ბრძოლა სექტემბერ-ოქტომბერში მინდა, რომ შემდეგ 2025 წლის დასაწყისში მზად ვიყო.
დავიცავ ჩემს ტიტულს, BMF ქამარსაც დავიმატებ კოლექციაში, გავხდები პირველი, ვინც ჰოლოუეის დაანოკაუტებს, შემდეგ კი, UFC-ს ესპანეთში მოვიყვან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბერნაბეუზე ბრძოლა გამოვიდეს. ივენთზე ჩემს სანახავად 80.000 ადამიანი მოვა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მეტოქე, მაკგრეგორი, ო'მალი თუ ისევ ვოლკანოვსკი, ჩემს სანახავად არენა მთლიანად გაივსება", - განაცხადა "ელ მატადორმა".











