7-8 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძიუდოს წლის ბოლო გრანდ სლემი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ერთი ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.
90 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას ლუკა მაისურაძე დაიცავს — წილისყრის შედეგად, ქართველი ძიუდოისტი D ჯგუფში მოხვდა და ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. მაისურაძის პირველი მეტოქე კი იაპონელ ტოკუმოჩის და ტაჯიკ რაჯაბოს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ლუკა მაისურაძემ 2024 წლის სეზონის თითქმის სრულად გამოტოვა და ტატამიზე მხოლოდ 1 თვის წინ, რომის ევროპის ღია პირველობაზე დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ მან 2023 წლის ტოკიოს გრანდ სლემზეც მიიღო მონაწილეობა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
2024 წლის ტოკიოს გრანდ სლემი სტარტს ხვალ აიღებს, ხოლო ლუკა მაისურაძე კვირას იასპარეზებს.
ტოკიოს გრანდ სლემი — საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუკა მაისურაძე დაიცავს










