დღეს ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის სპორტდარბაზში გაიხსნა Capcom Cup 11-ის ჯგუფური ეტაპი Street Fighter 6-ში. ივენთზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 48 მოთამაშე ასპარეზობს. 10-მა მათგანმა ადგილი Capcom Pro Tour-ის Premier ტურნირების საშუალებით მოიპოვა, ხოლო დანარჩენმა 38-მა World Warrior Circuit-ის კვალიფიკაციები გაიარა. ტურნირის ფავორიტებად მიიჩნევიან ამერიკელი ვიქტორ “Punk” ვუდლი, დომენიკელი საულ ლეონარდო “MenaRD” მენა, რომელიც ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებულია, იაპონელი ჰაჯიმე “Tokido” ტანიგუჩი, ფრანგი მევინ “Kusanagi” ტუიტუ და ალჟირელი ადელ “Big Bird” ანუში, თუმცა Capcom Cup-ი ყოველთვის გვთავაზობს სიურპრიზებს.
მთლიანი ღონისძიების საპრიზო ფონდი $1,282,000 დოლარს შეადგენს, გამარჯვებულს კი გასაოცარი ჯილდო, $1 მილიონი შეხვდება.We're officially live with Day 1 here in Tokyo! 👊
— Capcom Fighters (@CapcomFighters) March 5, 2025
Check out our streams for all the action!
🟣: https://t.co/t4GGgeR1HD
📺: https://t.co/PKc7WCVtgW pic.twitter.com/RsIJ19GTln















