ჩვენ 2025 წლის თითქმის ნახევარი გავიარეთ, და იკვე უმარვავი კარგი თამაში ვნახეთ. რადგან 2020-იანი წლების შუაში ვართ, გადავწყვიტეთ შეგვერჩია ამ ხუთი წლის ათი საუკეთესო თამაში და ორიოდე სიტყვა გვეთქვა თუ რითი გამოირჩევიან ისინი.
10. Split Fiction
დეველოპერი: Hazelight Studios
გამომცემელი: EA Originals
გამოსვლის თარიღი: 2025 წლის მარტი
პლატფორმები: PC, PS5, Xbox Series X/S
Split Fiction არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კოოპერაციული თამაში. გეიმერები ხვდებიან ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროში – ფენტეზისა და სამეცნიერო-ფანტასტიკაში – მაგრამ ის, რაც ხდება ერთში, პირდაპირ გავლენას ახდენს მეორეზე.
თამაში ძალიან მახვილგონივრული და ამავდროულად ემოციურად შთამბეჭდავია. მრავალფეროვანი თავსატეხები, სწრაფი ტემპი და ძლიერი სცენარი მას უდიდეს გამოცდილებად აქცევს კოოპერაციულ ჟანრში. ეს თამაში შეიძლება ჩაითვალოს მეგობრობის, თანადგომისა და დაბრკოლებების ერთად გადალხვის შესახება კარგ გაკვეთილად. იოზეფ ფარესმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო გეიმდიზაინერია.
9. The Legend of Zelda: Tears of the Kingdom
დეველოპერი: Nintendo
გამომცემელი: Nintendo
გამოსვლის თარიღი: 2023 წლის მაისი
პლატფორმები: Nintendo Switch
Breath of the Wild-ის გაგრძელება ბევრად უფრო ამბიციური გამოვიდა, ვიდრე ამას ბევრი ელოდა . ახალი მფრინავი კუნძულების მექანიკა, Ultrahand ფუნქცია და შენებისა და “კრაფტის” სისტემა მოთამაშეს აძლევს სრულიად ახალ დონის შემოქმედებით თავისუფლებას.
გარდა ტექნიკური მიღწევებისა, თამაშის თემატიკაც უფრო სევდიანი და ღრმაა. სამყაროს ისტორია, ზელდასა და ლინკის ურთიერთობა და ის დიდი საფრთხეები, რომლებიც მათ ემუქრება – ყველაფერი ერთად ქმნის სერიის სეთინგ “ჰაირულის” ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ვერსიას.
8. Kingdom Come: Deliverance 2
დეველოპერი: Warhorse Studios
გამომცემელი: Deep Silver
გამოსვლის თარიღი: 2025 წლის თებერვალი
პლატფორმები: PC, PS5, Xbox Series X/S
შუა საუკუნეების ბოჰემიასა და მორავიაზე დაფუძნებული Kingdom Come Deliverance 2 უარყოფს მაგიასა და ყველაფერ ზებუნებრივს და მთლიანად ფოკუსირდება რეალიზმზე. გეიმფლეი იარაღზეა დაფუძნებული, პერსონაჟის განვითარება კი ცოდნაზე და გამოცდილებაზე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ისტორიული სიზუსტე. ქალაქები სიცოცხლითაა სავსე, პერსონაჟებს აქვთ საკუთარი ყოველდღიური ცხოვრება, სოციალური სისტემა კი ღრმა და კომპლექსურია. ეს არ არის თამაში ყველასთვის – მისი ბევრი ელემენტი საკმაო დინჯი და მონოტონურია, სისტემები კი ზედმეტად ღრმა და დაუბალანსებელი. მაგრამ ვისაც სურს ისტორიულ ჩეხეთში ღრმად ჩაძირვა, იმისთვის ეს თამაში შეუდარებელია.
7. Astro Bot
დეველოპერი: Team Asobi
გამომცემელი: Sony Interactive Entertainment
გამოსვლის თარიღი: 2024 წლის სექტემბერი
პლატფორმები: PS5
Astro Bot ამტკიცებს იმას, რომ პლატფორმერებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სიახლის შემოთავაზება. ამ თამაშში PS5-ის DualSense კონტროლერის შესაძლებლობები სრულადაა გამოიყენებული – მისი “ფიდბექი” გაგრძნობინებთ ისეთ ეფექტებს, როგორიცაა წვიმა, ქარი, დარტყმები, და ბევრი სხვა. ეს ტრადიციული პლატფორმერია, რომელიც ტექნოლოგიის გამოყენებით ჟანრს თავიდან იგონებს..
თამაში სავსეა PlayStation-ის ისტორიის ეპიზოდებით. PlayStation 1, PlayStation 2, ცნობილი გმირები და სამყაროები დიდი მოწიწებითაა შექმნილი. თუმცა ეს არ არის მხოლოდ უაზრო ნოსტალგია – აქ ახალი იდეებიც ცოცხლობს. Astro Bot არის წარსულისა და მომავლის იდეალური ნაზავი.
6. Ghost of Tsushima
დეველოპერი: Sucker Punch Productions
გამომცემელი: Sony Interactive Entertainment
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის ივლისი
პლატფორმები: PS4, PS5, PC
Ghost of Tsushima არის ოდა აკირა კუროსავას და მთლიანად სამურაის კინოს. მის სიუჟეტში მოთამაშე მთავარ გმირთან, ჯინ საკაისთან ერთად ხვდება იმ ფუნდამენტურ დილემას, რომელიც ძველ ტრადიციასა და რეალობას ამიჯნებს. გმირი თუ აჩრდილი – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არაა.
ვირტუალური ცუშიმა საოცრად ლამაზია – კუნძულის ყოველი რეგიონი პეიზაჟიდან გადმოსული შედევრი გეგონებთა. "კუროსავას რეჟიმი" კი დამატებით ავთენტურობას სძენს თამაშს და გაგრძნობინებთ, რომ თქვენ შავ-თეთრ ისტორიულ ფილმში მონაწილეობთ. Ghost of Tsushima სილამაზის, სისხლის, ტრადიციების და პატივის ისტორიაა
5. Elden Ring
დეველოპერი: FromSoftware
გამომცემელი: Bandai Namco
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის თებერვალი
პლატფორმები: PC, PS4/5, Xbox One, Series X/S
Elden Ring-ი From Software-ის პირველი open world პროექტია, და სტუდიამ ახლებურად შეხედა ჟანრს. Dark Souls-ის სტილში შექმნილი ეს გიგანტური სამყარო სავსეა საიდუმლოებებით და დაუნდობელი ბრძოლებით. თამაში მოთამაშეს გზას არ უკვლევს და არც დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება – ის მას ეუბნება “მტელი ეს სამყარო შენს განკარგულებაშია, მოიქეცი ისე, როგორც გაგიხარდება”..
ეს თამაში დაუნდობელი, მაგრამ სამართლიანია. სიუჟეტი კი გარემოში, ტექსტებში და ვიზუალურ მხარეშიცაა ჩადებული – From Software-ი განთქმულია environmental storytelling-ით. აქ გზისპირას ამოსული ხე და მის გვერდით დავარდნილი ქვაც კი გვიყვებიან ისტორიას. ყოველი აღმოჩენა – იქნება ეს ციხესიმაგრე, ბოსი თუ მიმალვაში მყოფი ღმერთი – პირადი გამარჯვება ხდება. ეს თამაში დიდ მოთმინებას ითხოვს , მაგრამ ასევე უხვად აჯილდოებს მას.
4. Cyberpunk 2077
დეველოპერი: CD Projekt Red
გამომცემელი: CD Projekt Red
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის დეკემბერი (Phantom Liberty — 2023 წლის სექტემბერი)
პლატფორმები: PC, PS4/5, Xbox One, Series X/S
Cyberpunk 2077-ის ისტორია მისი წარუმატებელი სტარტით დაიწყო, მაგრამ სამი წლის მანძილზე ის სრულიად ახალ თამაშად გარდაიქმნა. Phantom Liberty-ს დამატებით, თამაში გახდა მორალურად კომპლექსური, ფილოსოფიური და ტექნოლოგიურად დახვეწილი გეიმინგ-ინდუსტრიის შედევრი.
Night City ცოცხალია. ეს ქალაქი სუნთქავს, მისი გული ნეონით, ალკოჰოლით და სექსით ფეთქავს, ის მოთამაშის ქმედებებზე რეაგირებს და შესაბამის პასუხს სცემს მას. აქ იწევა ისეთი თემები, თემები როგორიცაა იდენტობა, სხეულისა და სულის ერთობა, ტრანსჰუმანიზმი, და ბევრი სხვა. თამაშის რელიზის შემდგომმა ტრანსფორმაციამ კი დაამტკიცა, რომ ვარდნის შემდეგ ადგომაც შესაძლებელია – ეს არ არაა მხოლოდ თამაში, არამედ მაგალითი ინდუსტრიისთვის.
3. Hades
დეველოპერი: Supergiant Games
გამომცემელი: Supergiant Games
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის სექტემბერი
პლატფორმები: PC, Nintendo Switch, PS4/5, Xbox One, Series X/S
Hades გახდა ის roguelike თამაში, რომელმაც ჟანრი ფართო აუდიტორიას გააცნო. თამაშის მთავარი გმირი არის ზაგრეუსი, ჰადესის ვაჟი, და მისი მიზანია ქვესკნელიდან თავის დაღწევა. მაგრამ ეს მხოლოდ სათქმელადაა მარტივი.
თამაშის ინოვაციური მხარე ის არის, რომ სიკვდილი წარუმატებლობა კი არა, ისტორიის ნაწილია. პერსონაჟები რეაგირებენ თქვენს წარუმატებლობებზე, დიალოგები იცვლება, და თქვენ თანდათან ალაგებთ ამ ჩახლართული ბერძნული მითოლოგიის ფაზლს. აქ გამორჩეული გახმოვანება, მუსიკა, სტილიზებული ვიზუალი და გენიალური საბრძოლო სისტემაა, რაც Hades-ს მარადიულ კლასიკად აქცევს.
2. Clair Obscur: Expedition 33
დეველოპერი: Sandfall Interactive
გამომცემელი: Sandfall Interactive
გამოსვლის თარიღი: 2025 წლის მაისი
პლატფორმები: PC, PS5, Xbox Series X/S
Expedition 33 – 2025 წლის ყველაზე მოულოდნელი შედევრია. Ubisoft-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ შექმნილ ამ თამაშში გაერთიანებულია იაპონური და ფრანგული სული – turn-based გეიმფლეისა და რეალურ დროში მოქმედების შერწყმა იაპონურ RPG-ებს მოგვაგონებს. ფრანგული კულტურის გავლენა კი იგრძნობა მუსიკაში, დიალოგებში და ვიზუალურ სტილშიც.
თამაშის თემატიკა ძალზედ მძიმეა: სიკვდილი, გლოვა, და დავიწყების შიში – მოთამაშეს სიღრმისეულად მოუწევს ჩაფლოფა დესანდრეს ოჯახის ემოციებში.
ამ თამაშს ყველაფერი გააჩნია იმისთვის, რომ “წლის საუკეთესო თამაშად” დასხელდეს The Game Awards-ზე დეკემბერში: შესანიშნავი ემოციური სიუჟეტი, ღრმა გეიმფლეი, დაუვიწყარი მუსიკა და ვიზუალური სტილი.
1. Baldur’s Gate 3
დეველოპერი: Larian Studios
გამომცემელი: Larian Studios
გამოსვლის თარიღი: 2023 წლის 3 აგვისტო
პლატფორმები: PC, PS5, Xbox Series X/S
Larian Studios-მა გვაჩვენა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე RPG. Baldur’s Gate 3 Dungeons & Dragons-ის სისტემაზეა დაფუძნებული და მოთამაშეს აძლევს თავისუფლებას, რომელიც იშვიათად გვხვდება თამაშებში: ყოველი დიალოგი, ბრძოლა თუ გადაწყვეტილება რეალურ გავლენას ახდენს თამაშის სამყაროზე.
ის სავსეა ძლიერი ბოსებით, საინტერესო პერსონაჟებითა და უამრავი საიდუმლოთი. და შთამბეჭდავ საუნდტრეკს ერთვის გახმოვანების უმაღლესი დონე – განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეილ ნიუბონი (ასტარიონი) და ჯენიფერ ინგლიში (შედოუჰარტი).. რთული ტაქტიკური ბრძოლები, ღრმა ურთიერთობები და მრავალმხრივი ნარატივი ამ თამაშს არამხოლოდ 2023 წლის, არამედ ეპოქის მოვლენად აქცევს.
ჩვენ ამ ათ თამაშზე შევაჩერეთ არჩევანი, მაგრამ ამ ხუთმა წელმა ბევრად უფრო მეტი შედევრი მოგვიტანა. მაგრამ ამ სიიდან რომელიმე პროექტი ჯერ კიდევ არ გითამაშიათ, ჩვენი რჩევა იქნება გამონახოთ დრო და სრული ყურადღება დაუთმოთ ამ შედევრებს!















