ფორმულა 1-ის პირველი რბოლა 1950 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, გულშემატკივარმა 1129 გრან პრი იხილა, სადაც ყველაზე მეტი გამარჯვება ლუის ჰამილტონმა მოიპოვა.
ბრიტანელი მრბოლელის დებიუტი ფორმულა 1-ში 2007 წელს შედგა და დღეს ფერარის ღირსებას იცავს — ჰამილტონმა კარიერის განმავლობაში 105 გრან პრის მოგება მოახერხა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია.
ყველაზე მეტი მოგებული რბოლების ათეულში, ლუის ჰამილტონის გარდა კიდევ ორი მოქმედი მრბოლელია. მაქს ვერსტაპენი, 64 გრან პრით, მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო ფერნანდო ალონსო, 32 გამარჯვებით, მე-7 ადგილზეა.
TOP 10 | ყველაზე მეტი მოგებული რბოლა ფორმულა 1-ში
| მრბოლელი | გრან პრი | გამარჯვება |
| ლუის ჰამილტონი | 360 | 105 |
| მიხაელ შუმახერი | 308 | 91 |
| მაქს ვერსტაპენი | 213 | 64 |
| სებასტიან ფეტელი | 300 | 53 |
| ალან პროსტი | 202 | 51 |
| აირტონ სენა | 162 | 41 |
| ფერნანდო ალონსო | 408 | 32 |
| ნაიჯელ მანსელი | 192 | 31 |
| ჯეკი სტიუვარტი | 100 | 27 |
| ჯიმ კლარკი | 73 | 25 |
| ნიკი ლაუდა | 177 | 25 |









