მიუნხენის ბაიერნმა მიმდინარე სეზონში მორიგ მატჩში იმარჯვა. ბუნდესლიგის მთავარმა დომინანტმა ამჯერად გაანადგურა კიოლნი, გერმანიის თასზე. "რეკორდმაისტერმა" მიმდინარე სეზონში ჩაატარა 14 შეხვედრა და ყველა მოიგო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგის ახალი რეკორდია.
ალიანც არენას ბინადრებმა დაამხეს 1992/1993 წლების სეზონის მილანის რეკორდი, რომელმაც სეზონის დასაწყისში ზედიზედ 13 მატჩში იმარჯვა. "როსონერის" პირველად ფეხი დაუცდა მე-14 შეხვედრაში, კოპა იტალიაზე, როცა კალიარისთან უგოლო ფრე ითამაშა. გავიდა 33 წელი და ტოპ 5 ლიგას ახალი რეკორდსმენი ჰყავს.
საინტერესოა, რა შედეგით დაასრულებს ვენსან კომპანის გუნდი მიმდინარე სეზონს, რომელიც მართლაც რომ შთამბეჭდავად დაიწყო. რაც შეეხება 33 წლის წინანდელი "დიაბოლოს" სეზონის მსვლელობას: სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, კოპა იტალიას 1/2 ფინალი და იტალიის სუპერ თასზე ტრიუმფი.









