მილანის ინტერის შემადგენლობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია. იტალიური გუნდის ფეხბურთელების საშუალო ასაკი 29.50-ს შეადგენს. საინტერესოა, რომ ეს ფაქტი "ნერაძურისთვის" სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, ლომბარდიელები არიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გზად კი მათ ბარსელონასა და მიუნხენის ბაიერნს მოუგეს.
ჯუზეპე მეაცას ბინადრებზე უფრო ხანდაზმული შემადგენლობით ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში არის მხოლოდ ერთი გუნდი - რაიო ვალეკანო. მადრიდელთა საშუალო ასაკი 30 წელს შეადგენს. მათ გარდა, 5-ეულში ასევე მოხვდნენ ატლეტიკო, მალიორკა და ნიუკასლი.
ევროპის ტოპ 5 ლიგის გუნდები ყველაზე ხანდაზმული შემადგენლობით
| გუნდი | საშუალო ასაკი | ლიგა |
| რაიო ვალეკანო | 30.0 | ლა ლიგა |
| ინტერი | 29.50 | სერია ა |
| ატლეტიკო | 29.40 | ლა ლიგა |
| მალიორკა | 29.00 | ლა ლიგა |
| ნიუკასლი | 28.80 | პრემიერ ლიგა |









