პირველივე წუთებზე ანგარიში ბერნარდო სილვამ საჯარიმო დარტყმით გახსნა, თუმცა რეალი თამაშში მალევე დაბრუნდა და ჯერ დიაშმა ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ კი როდრიგომ სამეფო კლუბი წინ გაიყვანა.
66-ე და 71-ე წუთებზე ფოდენმა და გვარდიოლიმ ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანეს და სიტი წინ გაიყვანეს.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ქალაქელებს სტუმრად უნდა მოეგოთ, თუმცა ფედე ვალვერდემ რეალი მარცხისგან იხსნა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
ნახევარფინალისტის ვინაობა მეორე მატჩში გაირკვევა. სიტისა და რეალის განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს შედგება.









