აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკის ტურნეს 27 ივლისს მანჩესტერ სიტი და მილანი გახსნიან.
გულშემატკივრებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება - "ელ კლასიკო" 3 აგვისტოს, მეტლაიფის სტადიონზე გაიმართება, რომელსაც 82 500 გულშემატკივრის დატევა შეუძლია.
რეალი ამერიკულ ტურნეს 31 ივლისს, მილანის წინააღმდეგ დაიწყებს, ხოლო ბარსელონა პირველ მეტოქეს, მანჩესტერ სიტის 30 ივლისს დაუპირისპირდება.
6 აგვისტოს რეალი მოგებას ჩელსისთან შეეცდება, ბარსელონა კი მილანს M&T სტადიონზე ეთამაშება.










