სერია ა-ს 34-ე ტურში მილანის ინტერმა გასვლით მატჩში ტორინოსთან ითამაშა ფრე, ანგარიშით 2:2. სტუმრებისთვის სტარტი იყო იდეალური - მარკუს ტურამისა და იან ბისეკის გოლებით, "ნერაძური" ახლოს იყო მორიგ მოგებასთან, მაგრამ შემდეგ, "გრანატამ" თამაშში დაბრუნება შეძლო.
ქულების დაკარგვის მიუხედავად, ჯუზეპე მეაცას ბინადრების საჩემპიონო გეგმები მნიშვნელოვნად არ ირევა. სერია ა-ს მომდევნო ტურში პარმასთან მოგების შემთხვევაში, კრისტიან კივუს შეგირდები სკუდეტოს გაიფორმებენ ვადაზე ადრე, რადგან მე-2 პოზიციაზე მყოფი ნაპოლი ლიდერთან გათანაბრების თეორიულ შანსს დაკარგავს.
ტორინო 2:2 ინტერი
გოლები: 0:1 მარკუს ტურამი 23', 0:2 იან ბისეკი 61', 1:2 ჯოვანი სიმეონე 70', 2:2 ნიკოლა ვლაშიჩი 79'.









