რამდენიმე დღის წინ, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დააანონსა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ძმას, თორნიკე კვარაცხელიას დიდ გუნდში ამოწევდა.
დღეს, 16 წლის თორნიკემ დინამო თბილისის დიდ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა და მომავალ მატჩებში სამატჩო განაცხადშიც უნდა ველოდოთ.
მოგეხსენებათ, კვარაცხელია საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდეირა. დინამოს 19-წლამდე გუნდში კი მან ცოტა ხნის წინ ულამაზესი გოლი გაიტანა.









