MVP ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოვლინდება, ხმის მიცემა კი ყველას შეუძლია. თორნიკე შენგელიას გარდა, ნომინატთა შორის ყველა საკალათურთო ნაკრების თითო წევრია წარმოდგენილი. ამ მომენტისთვის თორნიკე შენგელიას ხმების 25% აქვს და მეორე პოზიციას იკავებს. ხმის მისაცემად გადადით ამ ლინკზე.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, G ჯგუფში, მე-2 პოზიციაზე იმყოფება. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ფინეთის ორჯერ დამარცხების შემდეგ, ჯგუფიდან გასვლის შანსი გაეზარდა. ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას დანიასთან ჩაატარებს. მატჩი 2025 წლის თებერვალში გაიმართება.









