მესამე მეოთხედის გარდა, შენგელიას გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა.
32 წლის ქარველმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი მოაგროვა. შენგელია ამ სტატისტიკით საუკეთესო იყო, შესაბამისად, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც ის გახდა.
მომდევნო ტურში ბოლონია ტორტონას დაუპირისპირდება. რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი, სულ რაღაც ორი ტური დარჩა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









