საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას კარდიოლოგიური გამოკვლევა დასჭირდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო, თორნიკეს მოუწია ესპანეთში გამგზავრება გამოკვლევების ჩასატარებლად. ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და 10-დღიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ხვალიდან ჩვენი კაპიტანი ეტაპობრივად დაიწყებს პროგრესულ ვარჯიშს და ოფიციალურად კვლავ შეუერთდება გუნდს ლიმასოლში," - აღნიშნული კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველო ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადების მორიგ ეპატს ამ დროისთვის, ჩეხეთში გადის, სადაც 2 სპარინგ მატჩს გამართავს.
ალკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დღეს და 21 აგვისტოს ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
პირველი შეხვედრა პრაღაში, USK-ს დარბაზში ჩატრადება, იქ, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ვარჯიშობს.
ჩეხეთთან პირველი შეხვედრა დახურული იქნება. 21 აგვისტოს მეორე მატჩი პრაღიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქი პარდუბიცეში, ევროპის უდიდეს ჰოკეის დარბაზში, “ენტერია არენაზე” გაიმართება. ეს იქნება ორივე გუნდისთვის ბოლო ამხანაგური მატჩი ევრობასკეტამდე.
სპარინგ მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შეკრება კვლავ ჩეხეთში გაგარძელდება, შემდეგ კი ჩვენი გუნდი ლიმასოლში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს.









