პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში ტორპედო გააქტიურდა, რაც შედეგზეც აისახა. სანდოხაძემ გუნდი 82-ე წუთზე დააწინაურა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი საბოლოო ანგარიში იონსენმა დააფიქსირა და ტორპედომ 2:0 მოიგო.
ამ გამარჯვებით ქუთაისელებმა 60 ქულა დააგროვეს და საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებენ. იბერიასთან ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ქულაა.
დღესვე გაიმართა თელავისა და დილას მატჩი, რომელიც კახელებმა 1:0 მოიგეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დილა ლიდერებს ცოტა ჩამორჩა და მესამე პოზიციაზეა.
30-ე ტურის შედეგები:
სამტრედია - იბერია 0:1
სამგურალი - დინამო ბათუმი 3:3
გაგრა - კოლხეთი 3:1
თელავი - დილა 1:0
ტორპედო - დინამო თბილისი 2:0









